სამგზავრო ავტობუსები ხულო-ბათუმის და ბათუმი-ხულოს მიმართულებით იმოძრავებს.
მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 10 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები და I ჯგუფის შშმ პირები უფასოდ იმგზავრებენ.
სამგზავრო ავტობუსები ყოველდღე იმოძრავებს (გარდა კვირა დღისა) ხულო-ბათუმისა და ბათუმი-ხულოს მიმართულებით, შემდეგი განრიგით:
I რეისი, ხულო-ბათუმი 07:30 სთ
II რეისი ხულო-ბათუმი 18:30 სთ
I რეისი ბათუმი-ხულო 07:00 სთ
II რეისი ბათუმი-ხულო 18:30 სთ ავტობუსების გასვლის ადგილი:
ხულო - საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
ბათუმი - ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
ახალი, EURO 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები,საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდა.
გააზიარე: