ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 700 000 ლარით გაიზარდა და 25 070 000 ლარი შეადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 700 000 ლარით გაიზარდა და 25 070 000 ლარი შეადგინა.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზრდა როგორც არსებულ პროექტებს და პროგრამებს, ასევე, დაიგეგმა ახალი ღონისძიებები.

დაფინანსება გაიზარდა შემდეღ ღონისძიებებზე:  

სოფლების შიდასაუბნო გზების მოსაწყობად მზა ბეტონის შეძენა;

▪️ ფერდსამაგრი სამუშაოები;

▪️ სხვადასხვა სოფლებში, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა;

▪️ სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა;

▪️ დაბა ხულოში, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია;

▪️ საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

▪️ დაბა ხულოში, საგანგებო სიტუაციების კოორდიციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი შენობის მშენებლობა;

▪️ მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

✅ დაფინანსდება ახალი ღონისძიებები:

▪️ სოფელ ქვემო ვაშლოვანიდან სატბაოს ტერიტორიის მიმართულებით ელექტოგადამცემი ქსელის მოწყობა;

▪️ სოფელ წინწკალაშვილებში სასმელი წელის სისტემის რეაბილიტაცია;

▪️ სოფელ ლაბაიძეების სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

▪️ სოფელ განახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

  

გააზიარე: